რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) სისტემატურად ცდილობს რუსეთიდან გადმოსული ომის მიგრანტების გადაბირებას. ამის შესახებ ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცსამხურების აქტივობას ეხება.
უწყების ცნობით, ФСБ სისტემატურად ცდილობს გადაიბიროს როგორც რუსი, ასევე, უკრაინელი მიგრანტები, რომლებიც ომს გაურბიან. აღნიშნული მიზნით რუსეთის სპეცსამსახურები იყენებენ როგორც დაშინების მეთოდს, ასევე ფინანსური თანამშრომლობის.
"ФСБ-ის აქტივობები როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მოიცავს ე.წ. ფილტრაციის ბანაკებს, დაკითხვას სასაზღვრო პუნქტებზე. უკრაინელებზე ხორციელდება არანორმალური წნეხი, ისინი მიჰყავთ დაკითხვებზე, მათ პირად ნივთებს და ტელეფონებს ჩხრეკენ, ზოგჯერ გამოიყენება მუქარები და ფიზიკური ძალადობა",- ნათქვამია ანგარიშში.
ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ФСБ ასევე ცდილობს ესტონეთის მოქალაქეების გადაბირებასაც. უწყებაში ამბობენ, რომ მომავალში მოსალოდნელია რუსეთის სპეცსამსახურების აქტიურობის ზრდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ნებისმიერი ინფორმაცია უფრო ფასეულია, ვიდრე ომის დაწყებამდე.