ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში რუსეთმა ხარკოვზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ყველა მათგანი ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თანამშრომელია.
"ოკუპანტები კვლავ დარტყმას ახორციელებენ ხარკოვის ოლქზე. იყავით თავშესაფრებში!",- წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.