გამოცემა Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ვლადიმირ პუტინის მიერ ალასკის სამიტზე დასმულ მთავარ მოთხოვნებს აქვეყნებს:

უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან;

რუსეთის გაყინავს ფრონტის ხაზს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში;

მოსკოვი დააბრუნებს ხარკოვისა და სუმის ოლქების ნაწილს;

უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ მიიღებს სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს;

ყირიმს აღიარებენ რუსეთის ტერიტორიად;მოიხსნება რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ნაწილი;

რუსული ენა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებენ ოფიციალურ სტატუსს;

ალასკის შეხვედრის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიევმა უნდა მიიღოს. დეტალების შესახებ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები ორშაბათს, ვაშინგტონში ილაპარაკებენ.

ოფიციალურმა კიევი არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ აპირებს. ევროპის ლიდერების ნაწილი უკრაინის პოზიციას უჭერს მხარს.