პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ "დასავლეთისგან უკრაინისთვის უფრო ინტენსიურ დახმარებას უნდა ველოდოთ".
იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადება მიზნად ისახავდა დასავლეთის დაშინებას, შეწყვიტოს უკრაინის დახმარება.
"გუშინ მე მქონდა ხანგრძლივი საუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ ბლინკენთან, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ სხვა ლიდერებთანაც და უნდა ითქვას, რომ დასავლეთის სოლიდარობა ამ საკითხზე სულ უფრო თვალშისაცემია და ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო ინტენსიურ დახმარებას ჩვენი მოკავშირეებისა და მთელი დასავლური სამყაროსგან უკრაინისთვის", - განაცხადა ტუსკმა.