ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში მომხდარი ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35 418 კაცამდე გაიზარდა. 105 505 დაშავებულიდან ჰოსპიტალში ამ დროისთვის 13 208 კაცი იმყოფება.
მიწისძვრების შედეგად დანგრეულ შენობათა 98% 1999 წლამდეა აშენებული. ჩვენ მარტიდან დავიწყებთ მიწისძვრის დაზარალებულთათვის სახლების მშენებლობას. ჩვენი მიზანი ერთი წლის განმავლობაში 30 ათასი უსაფრთხო სახლის აშენებაა, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა