თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 54 ათასს გადააჭარბა. თურქეთში სტიქიას 47,975 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 6,278.
თურქეთში ერთი თვის შემდეგ სტიქიური უბედურების ზონიდან 3 000 000 ადამიანია ევაკუირებული. მათი ნაწილი ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანეს.
თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.