თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 98,96%.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 49,35% მიიღო. მეორე ადგილზე მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის წარმომადგენელი ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 45%-მა დაუჭირა.
იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ აიღებს, მეორე ტური ინიშნება.