ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ავრცელებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთში „ნემესისის" მონაწილეებისთვის ძეგლის დადგმის შემდეგ თურქეთის საჰაერო სივრცე დაკეტილია სომხური თვითმფრინავებისთვის. მისი თქმით, გატარდება  დამატებითი ზომები გატარდება, თუ ე.წ. ძეგლი არ დაინგრევა.

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ბევრი ნაბიჯი გადადგნენ, სომხეთში კი აღმართეს ძეგლი იმ ტერორისტების სადიდებლად, რომლებმაც მოკლეს ჩვენი დიპლომატები, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და ჩვენი მოქალაქეები ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და ჩვენი მოქალაქეები 1920-იან წლებში. სომხეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ ძეგლი დაიდგა ადგილობრივი მერიის გადაწყვეტილებით და არ გამოხატავს მათ პოზიციას, მე არ მიმაჩნია გულწრფელად.  ჩვენ ჩავკეტეთ საჰაერო სივრცე და მზად ვართ მივიღოთ დამატებით ზომები თუ ისინი არ აიღებენ ე.წ. ძეგლს, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 

ჩვენ არ ვუშვებთ ფრენებს, მათ შორის VIP ფრენებს. საჰაერო გზით თურქეთში მხოლოდ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვა, ჩვენ მას ნებართვა მივეცით, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო შეხვედრა, ეს გამონაკლისია, - თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.