თურქეთის დერინჯერის პორტში, აფეთქების შედეგად, 15 ათასი ტონა მარცვლეული განადგურდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის განმარტებით, მარცვლეულის გემზე გადატვირთვის დროს ხორბლის მტვრის დეტონაცია მოხდა.
აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თურქეთის მთავრობა ერთ-ერთ მიზეზად დივერსიასაც განიხილავს. პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.