თურქეთმა მიწისძვრის სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული ძაღლის, "პროტეოს" ხსოვნის პატივსაცემად მექსიკას 3 თვის გერმანული ნაგაზი აჩუქა.
ლეკვი, რომელიც თურქეთმა მადლობის ნიშნად მექსიკაში გაგზავნა, ცერემონიით მექსიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს გადასცეს. მექსიკის ხელისუფლებამ პატარა ძაღლს "მეგობარი" დაარქვა.
ცერემონიაში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა პოსტი Twitter-ის ანგარიშზე და "არკადასი" გააცნო ქვეყნის საზოგადოებას.
ლეკვს მაძიებელ-მაშველ ძაღლად გამოზრდიან. - წერს ბიბისი
3 თვის გერმანული ნაგაზი მექსიკაში გაგზავნეს თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპული ძაღლის, "პროტეოს" ხსოვნისთვის და თურქეთის მადლიერების საჩვენებლად.
ცნობისთვის, "პროტეომ" სიცოცხლე კაჰამანმარაში მიწისძვრების სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს დაკარგა.
პროტეომ ადიამანში ორი ადამიანის გადარჩინა
ფოტო ტვიტერი.