თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ბიულეტენების 71.45%-ის დათვლის შემდეგ კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 54.37% მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენელ ქემალ კილიჩდაროღლუს კი მხარი ამომრჩეველთა 45.63%-მა დაუჭირა.

თურქეთში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა.