თურქეთის საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის აჰმეტ იენერის განცხადებით, ქვეყანაში 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
მეორე ტურში ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ მონაწილეობას.
ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმათა 49.50 %, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 44,89% აქვს.
არჩევნების პორველივი ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%–ზე მეტი უნდა მიეღო.