ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ მიიღოს.
"დღეს სამწუხარო დღეა, იმიტომ რომ უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი, სადაც მთავრობა მოძრაობს არა ევროკავშირის მიმართულებით არამედ მის საწინააღმდეგოდ. სამაგიეროდ ხვალ არის სასიხარულო დღე, რადგან განვიხილავთ მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან და მოლდოვასთან. საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ არ გააუქმებს "უცხოელი აგენტების კანონს".
გარდა ამისა, არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა, იქნეს მიღებული და მათ შორის არის ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე იქნება საუბარი შენგენის ვიზების აკრძალვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას",– განაცხადა ცაჰკნამ.