ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტოს დადების შესახებ წინ მიმავალ გზას ხსნის.
„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, - წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ ვეტო დაადო.