პარასკევს, პრეზიდენტმა ტრამპმა შრომის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, ერიკა მაკენტარფერის გათავისუფლება მოითხოვა. ამის მიზეზი კი გახდა ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელმაც შრომის ბაზრის გაუარესება აჩვენა.
ახლახან მაცნობეს, რომ „დასაქმების მაჩვენებელი“ ერიკა მაკენტრაფერს გამოყავს. იგი ბაიდენის მიერ არის დანიშნული იმ შრომის სტატისტიკის ბიუროს კომისრად, რომელმაც არჩევნების წინ გააყალბა სამუშაო ადგილების ზრდის შესახებ მონაცემები, რათა კამალას გამარჯვების შანსები გაეზარდა. ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილების შესახებ ზუსტი მონაცემები. მე დავავალე ჩემს გუნდს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბაიდენის მიერ დანიშნული ეს პოლიტიკური თანამშრომელი. ის შეიცვლება გაცილებით უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანით. ასეთი მნიშვნელოვანი მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით მათი დამახინჯება არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს. „მაკენტარფერმა განაცხადა, რომ შეიქმნა მხოლოდ 73 000 სამუშაო ადგილი (როგორი შოკია!), მაგრამ რაც მთავარია, მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც წინა ორ თვეში სამუშაო ადგილები 258 000-ით შეამცირეს“. მსგავსი რამ და ყოველთვის შემცირების მიმართულებით ხდებოდა წლის პირველ ნახევარში. ეკონომიკა „ტრამპის“ დროს აღმავლობის გზაზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემაც თამაშობს თამაშებს, ამჯერად საპროცენტო განაკვეთებით, რომელიც „კამალას“ არჩევის იმედით ორჯერ და მნიშვნელოვნად შეამცირა. „როგორ იმუშავა ამან? ჯერომ „ძალიან გვიან“ პაუელიც „დასასვენებლად“ გასაშვებია“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
შრომის დეპარტამენტის პარასკევს გამოქვეყნებული ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, ივლისში მხოლოდ 73 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. მაისის და ივნისის მონაცემების გადახედვამ კიდევ უფრო საგანგაშო შედეგი აჩვენა: ამ ორ თვეში სამუშაო ადგილების რაოდენობა განახევრდა და შესაბამისად 19 000 და 14 000-ს მიაღწია, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სულ სტატისტიკიდან 258 000 სამუშაო ადგილი გაქრა. უმუშევრობის დონე 4.1%-დან 4.2%-მდე გაიზარდა.
შრომის სტატისტიკის ბიუროს ანგარიში გამოქვეყნდა იმ ფონზე, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) ზედიზედ მეხუთედ დატოვა უცვლელად საპროცენტო განაკვეთები. პრეზიდენტი ადანაშაულებს ფედერალურ სარეზერვო სისტემას საპროცენტო განაკვეთებით „თამაშში“ და ირწმუნება, რომ „ტრამპის დროს ეკონომიკა ზენიტშია“, მაგრამ FED არ უზრუნველყოფს ზრდის საკმარის მხარდაჭერას.