ავღანეთში, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალთან, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ. ყვავილებით შეამკეს ქართველი ჯარისკაცის მემორიალი, რომელიც სოფელ მარტოთუბანში მდებარეობს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

მდინარი ბებიაშვილი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

ქართველი სერჟანტი, 2017 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. 


 2019 წელს, მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. სოფელში ასევე აშენდა ახალი საფეხბურთო მოედანი, რომელიც გმირის სახელს ატარებს.


„ 3 აგვისტო, მტკივნეული თარიღია არა მარტო მდინარი ბებიაშვილის ოჯახის წევრებისთვის, ეს მთელი ერის ტკივილია. იმ ერის, რომელსაც უამრავი გმირი ჰყავს და 3 აგვისტოს მათ სახელებს, ზესტაფონელი, მდინარი ბებიაშვილიც შეუერთდა. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ინფორმაციას ზესტაფონს მერია ავრცელებს.