ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა გზა გაუხსნა პროექტს, რომელიც ნიუ-იორკის სანაპიროსთან 138 გიგანტური, თითოეულის 900 ფუტის ანუ თავისუფლების ქანდაკებაზე სამჯერ მეტი სიმაღლის მქონე ქარის ტურბინის აშენებას ითვალისწინებს. 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სასწრაფო წესით მოწონებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნორვეგიულმა „ექვინორმა“ ნიუ-იორკის სანაპიროდან 25 კმ-ის დაშორებით, ატლანტის ოკეანეში, 2024 წელს ქარის ტურბინის მშენებლობა დაიწყო, ტრამპის ადმინისტრაციამ 17 აპრილს „შემდგომ განხილვამდე“ შეაჩერა.

პროექტის შეჩერების მომენტში, მედიის ინფორმაციით, „ექვინორს“ საპროექტო სამუშაოებზე და მშენებლობაზე პროექტით გათვალისწინებული შვიდი მილიარდი დოლარიდან უკვე გახარჯული ჰქონდა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი. მშენებლობა 2027 წელს უნდა დასრულებულიყო და ქარის სადგურს ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ 500 000 ბინა უნდა უზრუნველყო ელექტროენერგიით. 

ტრამპი დიდი ხანია აკრიტიკებს ქარის ტურბინებს. მისი თქმით, მახინჯი ქარის ტურბინები ჩიტების მკვლელები არიან და, „როგორც ჩანს, ჭკუიდან შლიან ვეშაპებს“. მან პრეზიდენტობის პირველივე დღეებში დააყენა საკითხი ნებადართული ქარის სადგურის პროექტების დაბლოკვის შესახებ.

მშენებლობის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ნორვეგიელმა პოლიტიკოსებმა სტიორეს მთავრობამ  საზღვარგარეთ ნორვეგიის ინტერესების დაცვის და „ექვინორის“ დახმარების შესახებ მოუწოდეს. 

ვაშინგტონში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან და ფინანსთა მინისტრ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უკან დაიხია და ბლოკადა მოხსნა.

პრესა ვარაუდობს, რომ ტრამპს შეახსენეს „ექვინორის“ ინვესტიციების მასშტაბები აშშ-ში, ძირითადად ნავთობსა და გაზში.
 
„ექვინორის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდერს ოპედალმა,  და სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა „კრიტიკულ დროს მხარდაჭერისთვის“ მას შემდეგ, რაც მათ „სიტუაცია აშშ-ის ადმინისტრაციასთან განიხილეს“.

პროექტის დაბლოკვის გადაწყვეტილებამ აშშ-სა და გლობალურ განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში შეშფოთება გამოიწვია, რადგან ის მხოლოდ მისი ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების მრავალრიცხოვანი ხანგრძლივი შეფასების შემდეგ დამტკიცდა.

დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ არც ერთი სხვა პროექტი არ არის დაზღვეული ტრამპის ჩარევისგან - რისკი ბევრი ინვესტორისთვის ძალიან დიდია, - აცხადებდნენ ბიზნესმენები. 

დანიურმა კომპანია Ørsted-მა, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე კიდევ ორი ​​ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, მყისიერად დაკარგა 10 მილიარდი დოლარი - აქციების ღირებულების 40%.

ნიუ-იორკის შტატის ენერგეტიკული კვლევისა და განვითარების სააგენტოსთან 25-წლიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაღალი და გარანტირებული შემოსავლების გამო, „ექვინორმა“პროექტის დაფინანსების მსურველი კრედიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია.

2024 წლის ივნისში მიღწეული გარიგების თანახმად, Empire Wind-დან ნიუ-იორკში ელექტროენერგიის მიწოდების ფასი მეგავატ საათში 155 აშშ დოლარი იქნება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დიდ ბრიტანეთში შეთავაზებულ რაოდენობას.

შეერთებულ შტატებში ოთხი ოფშორული ქარის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, Empire Wind-ის გარდა კი კიდევ სამი მშენებლობის პროცესშია.

Ørsted-ს ეკუთვნის ნიუ-იორკის სანაპიროსთან Sunrise Wind-ი და როდ-აილენდის სანაპიროსთან Revolution Wind-ი. ასევე მშენებლობის პროცესშია Dominion Energy-ის ვირჯინიის სანაპირო ზოლის ოფშორული ქარის ელექტროსადგურის პროექტი.