26 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ვიდეო-პლატფორმა TikTok-ის ამერიკულ მფლობელობაში გადაცემის გარიგების პირობებს განსაზღვრავს.
ტრამპის თქმით, მას და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც TikTok-ს აშშ-ში ოპერირების გაგრძელება შეეძლება. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება შეესაბამება კანონმდებლობას, რომელიც ჩინურ მფლობელობაში დარჩენის შემთხვევაში აპლიკაციის ამერიკელი მომხმარებლებისთვის აკრძალვას აიძულებდა.
გეგმის თანახმად, ამერიკელი ინვესტორები TikTok-ის ოპერაციების უმეტეს ნაწილსა და მისი რეკომენდაციის ალგორითმის ლიცენზირებულ ვერსიაზე მართვას გადაიბარებენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი TikTok-ს შვიდკაციანი დირექტორთა საბჭო ეყოლება, რომელშიც კიბერუსაფრთხოების და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები შევლენ, მათგან ექვსი ამერიკელი იქნება.
ამერიკელი ინვესტორების ჯგუფს ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი Oracleხელმძღვანელობს, რომელიც აშშ-ში TikTok-ის ოპერაციებს ზედამხედველობას გაუწევს, მომხმარებელთა მონაცემთა შენახვის სერვისს უზრუნველყოფს და აპლიკაციის ალგორითმის სამართავად ლიცენზიას აიღებს.