თურქეთის პრეზიდენტი ძალიან თავდაჯერებული კაცია, ჩვეულებრივ მე არ მომწონს ძალიან თავდაჯერებული ხალხი, მაგრამ ეს ადამიანი მომწონს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თურქეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს როგორც საომარ საკითხებში, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, რომ თურქეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩეროს, რომელიც აგრძელებს მძვინვარებას უკრაინის წინააღმდეგ.
„მათ დაკარგეს მილიონობით სიცოცხლე და რისთვის? ეს სამარცხვინოა. მათ ეკონომიკა სრულიად საშინელ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, სირცხვილია, რასაც ისინი აკეთებენ. ბევრ ხალხს კლავენ არასაჭიროდ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბების და რაკეტების დამზადებაში, ასევე უამრავი ადამიანი დაკარგა და ტერიტორიის დაკავებას ვერ ახერხებს. ტრამპის განცხადებით, ახლა ომის გაჩერების დროა.
ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს პრეზიდენტს პატივს სცემენ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტები და თავადაც პატივს სცემს. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, თურქეთის პრეზიდენტს სურს, ნეიტრალური პოზიცია ჰქონდეს.
თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში არსებული სირთულეები გადაილახება. ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრამპთან დეტალურად განიხილავს თურქეთისთვის F-16 და F-35 გამანადგურებლების მიყიდვას, ასევე თურქულ კრედიტორ Halkbank-თან დაკავშირებულ საკითხებს.
თარგმანი: პირველი არხი