აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე მას კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე ბრალს წაუყენებენ. ამის შესახებ ტრამპმა თავისივე სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი დღის წინ მიიღო იუსტიციის დეპარტამენტის სპეცპროკურორი ჯეკ სმიტის წერილი, რომელიც დაკავებულია ფედერალური საქმეებით, სადაც ფიგურირებს ტრამპი.
"მან განაცხადა, რომ მე ვარ ნაფიცი მსაჯულების 6 იანვრის საქმის გამოძიების მონაწილე და მომცა ძალიან მოკლე ვადა - ოთხი დღე, რათა გამოვიდე მსაჯულების წინაშე, რაც ყოველთვის ნიშნავს დაპატიმრებას“, - წერს ტრამპი.
გამოძიებამ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპს სამი სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა.
2021 წლის 6 იანვარს, როდესაც ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, თეთრ სახლთან ექსპრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.