აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ის ევროპას მოსთხოვს გადაიხადოს იმ შეიარღების საფასური, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინას გადასცა. ამის შესახებ მან Rumble-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"სამ წელზე ნაკლები ხნის წინ, მე სრულად აღვადგინე შეერთებული შტატების არმია და ამერიკა ასეთ ძლიერ გლობალურ პოზიციამდე მივიყვანე. ოცდაცხრა თვის შემდეგ, არსენალი ცარიელია, რეზერვები ამოწურულია, ხაზინა ცარიელდება, შემადგენლობა დაიშალა, ჩვენი ქვეყანა სრულიად დამცირებულია და გვყავს კორუმპირებული, კომპრომეტირებული, თაღლითი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც გვითრევს მესამე მსოფლიო ომში," - თქვა მან.
ტრამპის თქმით, ამ შეიარაღების საფასური ევროპამ უნდა აანაზღაუროს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ზედმეტად სუსტია" ამის სათხოვნელად. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დახმარებაში ევროპელების წილი მცირეა.
ტრამპმა კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ბაიდენი შეერთებულ შტატების მესამე მსოფლიო ომში კიდევ უფრო აქტიურად ჩათრევაში დაადანაშაულა.
"როდესაც თეთრ სახლში დავბრუნდები, პირველივე დღეს დავუბრუნდებით საერთაშორისო პოლიტიკას, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ამერიკის ინტერესებს. ამერიკის მთავარი ინტერესი აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობაა." - თქვა მან.