აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე ამერიკული იარაღის შესაძლო შეძენის თაობაზე.
"ის ყოველთვის ცდილობს, შეიძინოს რაკეტები. როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ მისი მოგება შეგიძლია, ხომ ასეა? არ შეიძლება ომი დაიწყო იმის წინააღმდეგ, ვინც შენზე ოცჯერ დიდია, და იმედი გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგაწვდის", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ მიაწოდა უკრაინას "ჯაველინები" ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.
მისი თქმით, სწორედ ასე მოიგეს უკრაინელმა სამხედროებმა "თავიანთი პირველი დიდი ბრძოლა ტალახში ჩარჩენილი ტანკების წინააღმდეგ".
"ქალაქები განადგურებულია. და რაც მთავარია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა სამი ადამიანის გამო. პირველი, ეს პუტინის. მეორე, ბაიდენი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა. და ზელენსკი. და ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ამის შეჩერების მცდელობა. მე მსურს მკვლელობების შეჩერება", - დასძინა მან.