აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სუმზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. ამის შესახებ CNN წერს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელება იყო. და მითხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელი რამ იყო.", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მას არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა მას შეცდომის შესახებ. ამასთან, ტრამპმა გაიმეორა, რომ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომის დაწყებას არ დაუშვებდა.
"ვფიქრობ, ყველა ომი საშინელებაა. მე მიმაჩნია, რომ ამ ომის დაწყება არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ქვეყანა არასოდეს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას. ეს ომი სირცხვილია", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა რუსეთს, როდესაც საუბრობდა"შეცდომაზე", ტრამპმა უპასუხა: "მათ დაუშვეს შეცდომა. ვფიქრობ, სწორედ ეს გააკეთეს - ნახეთ, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ".