რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე ახლახან მოვედი და ჩემი ოთხწლიანი ვადის განმავლობაში არ მქონია პრობლემა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ომი რუსეთსა და უკრაინას შორის ბაიდენის ომია და არა - ჩემი. მე აქ ახლახან მოვედი და ჩემი ვადის ოთხი წლის განმავლობაში მის შეჩერებაში არანაირი პრობლემა არ შემქმნია. პრეზიდენტი პუტინი და ყველა სხვა თქვენს პრეზიდენტს პატივს სცემდა! ამ ომთან არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ დაუღალავად ვმუშაობ, რათა სიკვდილი და განადგურება გავაჩერო. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო - და ის გააყალბეს, ძალიან ბევრი გზით - ეს საშინელი ომი არასოდეს მოხდებოდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თაღლითმა ჯო ბაიდენმა საშინელი საქმე შეასრულეს, როდესაც ამ საზარლობის დაწყება დაუშვეს. ომის დაწყების პრევენციისთვის ძალიან ბევრი გზა არსებობდა. თუმცა ეს უკვე წარსულია. ახლა ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის, სწრაფად. რა საწყენია!" - წერს დონალდ ტრამპი.