რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს უთხარით, სიტყვებს დაუკვირდეს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"არ მადარდებს, თუ რას გააკეთებს ინდოეთი რუსეთთან ერთად. მათ შეუძლიათ, თავიანთი მკვდარი ეკონომიკები თან გადაიყოლონ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან ცოტა ბიზნეს საქმიანობა გვაქვს ინდოეთთან, მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში.

მსგავსად, რუსეთსა და აშშ-ს თითქმის არანაირი ბიზნეს საქმიანობა აკავშირებთ, მოდი, ასეც დარჩეს და რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს, რომელსაც თავი ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰგონია, უთხარით, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ძალიან სახიფათო ტერიტორიაში შედის!" - წერს ტრამპი.