საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-სა და ევროკავშირს შორის დადებულ სავაჭრო შეთანხმებას აკრიტიკებს.
ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ცუდი სტრატეგია იწვევს ცუდ შედეგებს. ევროკომისიამ აირჩია ტრამპის დამშვიდება და პირფერობა ცალმხრივი ტარიფების მოთმენით და უფრო მეტი იარაღისა და გაზის შესყიდვაზე დათანხმებით, რაშიც მას კომპეტენცია არ აქვს. ევროპა გამოდის გეოპოლიტიკურად დასუსტებული გოლფის მოედანზე მხოლოდ ერთ საათში მიღწეული შეთანხმებით“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
Bad strategy leads to bad outcomes. Commission chose to appease and flatter Trump by agreeing to buy more weapons and gas—on which it has no competence—and by tolerating unilateral tariffs. Europe emerges geopolitically weakened from a deal struck in just 1 hour on a golf course.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) July 30, 2025