უკრაინაში მოქმედი ეთნიკური რუსებით დაკომპლექტებული რუსული ლეგიონი მოსკოვზე შეტევისთვის ათასობით რუსის მიმხრობას გეგმავს. ამის შესახებ ლეგიონის ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიტანულ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ სერიოზული შესაძლებლობები გვაქვს, გვაქვს ტყვია-წამალი, ჯავშანტექნიკა, Stinger-ის ტიპისა და ანტისატანკო რაკეტები, ასევე ეფექტური დაზვერვა დრონების მეშვეობით",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ლეგიონის ლიდერი.
მისი თქმით, ამ დროისთვის ლეგიონში 1000-მდე მებრძოლია გაწევრიანებული. "ჩვენ არ ვართ კრიმინალები ან კერძო სამხედრო კომპანია როგორც ვაგნერი. ჩვენ ყველანი რუსეთის მოქალაქეები ვართ, ზოგიერთი ჩვენგანი გასულ წლებში ЗСУ-ს რიგებში მსახურობდა."
ლეგიონის ლიდერი ამბობს, რომ მათი მიზანი უკრაინის დაცვა, მისი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება და რუსეთში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის დამხობაა.