კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება არ განიხილება.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მობილიზაციის საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია და მათი პოზიცია არ შეცვლილა.
"ამ კითხვას მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ. ამ საკითხს არ განვიხილავთ. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის განახლებას, ვიმეორებ, ეს მუდმივი სამუშაოა. ყველა დეტალის დაზუსტებისთვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ სამხედროებს და თავდაცვის სამინისტროს", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.