ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სულ მცირე, 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაიჭრა სუდანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში.
ხარტუმში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების სახლებში.
ბრძოლები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის მეოთხე დღეა მიმდინარეობს ხარტუმში, როგორც არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს, დედაქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით.
"ხარტუმში შეიარაღებული ფორმიანი პერსონალი, გავრცელებული ინფორმაციით, RSF-იდან, შედის ემიგრანტების რეზიდენციებში, ყოფენ/აშორებენ კაცებსა და ქალებს და მიჰყავთ ისინი", - ნათქვამია WHO-ს ანგარიშში.