სუდანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენჯერმე დაირღვა. Al Jazeera-ს ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში ინტენსიური შეტაკებები შეწყდა, თუმცა სროლის ხმა მაინც ისმოდა.
24-საათიან ზავზე მხარეები შეერთებული შტატების ზემოქმედებით შეთანხმდნენ, იმ პირობით, რომ დროებით ზავს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და დაჭრილების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ.
შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება სუდანში 15 აპრილს დაიწყო. შეტაკებებს 185 ადამიანი ემსხვერპლა, 1800-ზე მეტი კი დაიჭრა. ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ზოგ ადგილზე, მათ შორის დედაქალაქ ხარტუმში თითქმის შეუძლებელია. ქვეყანაში სურსათისა და წყლის მწვავე დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სისტემა კი კოლაფსის ზღვარზეა.