სუდანის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სუდანიდან განხორციელდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-სა და ჩინეთის დიპლომატებისა და სხვა მოქალაქეების ევაკუაცია. იუწყება BBC
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადს,რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს ხარტუმში მყოფ თავის მოქალაქეებსა და დიპლომატიურ პერსონალს.
მანამდე, სუდანიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციის რამდენიმე გეგმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩაიშალა.
სუდანში, ხარტუმის საერთაშორისო აეროპორტი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიხურა. რის გამოც უცხო ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოებმა თავიანთი მოქალაქეები ქვეყნიდან ვერ გაიყვანეს.
სუდანის არმიის მეთაურმა აბდელ ფათაჰ ალ-ბუჰრანმა თანხმობა განაცხადა უზრუნველყოს ევაკუაცია უახლოესი საათების განმავლობაში.
სუდანის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთისა და ჩინეთის მოქალაქეებისა და დიპლომატების ევაკუაცია მოხდება სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ხარტუმიდან. თუმცა ხარტუმის ცენტრში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების გამო, რთული წარმოსადგენია, როგორ განხორციელდება აღნიშნული ევაკუაცია.
ევაკუაციის ორგანიზების შესახებ განაცხადა საუდის არაბეთმაც. არაბული მედიის ინფორმაციით, შაბათს, საპორტო ქალაქ ჯიდაში, სუდანიდან უკვე ჩავიდა საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების რამდენიმე მოქალაქე.