ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინაში სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი არავითარ ნიშანს არ აჩვენებს, რომ მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის იწყებს ახალ შეტევებს და მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს. ამისთვის, ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის სწრაფად უზრუნველყოფა იმ იარაღითა და საბრძოლო მასალებით, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა დაიბრუნონ ტერიტორიები და გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა ერმა“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.