NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობის ვადის გაგრძელებას არ აპირებს და მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ვადა ამოიწურება, ის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ სტოლტენბერგის პრესსპიკერმა
ოანა ლუნგესკუმ ისაუბრა.
მისი განცხადებით, "მას არ სურს მანდატის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება".
სტოლტენბერგს მანდატი უკვე სამჯერ გაუგრძელეს. ის თანამდებობაზე თითქმის ცხრა წლის განმავლობაში იმყოფება.
ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა წინადადება, რომ 63 წლის სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, შესაძლოა, ისევ გახანგრძლივდეს.
ბოლოს სტოლტენბერგს უფლებამოსილება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - 2023 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელდა.
სტოლტენბერგს ვადა გასული წელს ეწურებოდა, ის ნორვეგიაში დაბრუნებას და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას გეგმავდა.
სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იკავებს.