სომხური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ღუკასიანი, დააკავეს.

მერი უკანა შესასვლელიდან გაიყვანეს.

მანამდე დაპირისპირება მოხდა მერიის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის.

სამართალდამცველებმა დღეს დილით მერიის შესასვლელი გადაკეტეს და შენობაში არავის უშვებდნენ. შენობის გარეთ შეკრებილი მოქალაქეები სკანდირებენ "სირცხვილი".

მერი და რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.