ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრესა ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი დღეს დილით გაემგზავრა ირანში, რათა დაესწროს პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიას.
აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი ხელმძღვანელი 5 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. ვადამდელი არჩევნები 19 მაისს ავიაკატასტროფაში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ გაიმართა.
ირანული სააგენტო isna-ს ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიალს 86 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.