შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე, ვალეს კანტონში მდებარე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება გრძელდება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მრავალი თინეიჯერია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ხანძარმა შვეიცარიის, იტალიის, რუმინეთის, საფრანგეთისა და თურქეთის 40 მოქალაქე იმსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა შუშხუნებმა გამოიწვია, რომლებიც "ჭერთან ძალიან ახლოს" მიიტანეს.




