შვეიცარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რიგით მე-11 პაკეტს შეუერთდა.
შვეიცარია, რომელიც ბლოკის წევრი არ არის, ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და იცავს ყველა სანქციას, რაც ორგანიზაციამ რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ დააწესა.
მე-11 პაკეტი მიზნად ისახავს სანქციებიდან თავის არიდების გზების დახურვას, რათა ომის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საქონელი არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გავლით, რომლებსაც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ და მოსკოვთან ჩვეულებრივ ურთიერთობას ინარჩუნებენ.
ევროკავშირის სანქციები გავლენას ახდენს ბანკებზე, კომპანიებსა და ბაზრებზე. სანქციების ფარგლებში 1 000-ზე მეტ თანამდებობის პირს ქონების დაუყადაღდა და ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.