ამის შესახებ ინფორმაციას Sveriges Radio საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვედეთში კორონავირუსის ვაქცინის თითქმის 8,5 მილიონი დოზა იქნა გადაყრილი.
ეს ნიშნავს, რომ შვედეთში შეძენილი ვაქცინის თითქმის მეხუთედი გადაყრილია.
ვაქცინებთან დაკავშირებულ საკითხებში ყოფილი კოორდინატორი რიჩარდ ბერგსტრიომმა Sveriges Radio-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი შეფასებით, გადაყრილი ვაქცინის ღირებულება 1,5 მილიარდ SEK-ია (1 შვედური კრონა უდრის 0.096 დოლარს)