შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 2,2 მილიარდი კრონის (199 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პაკეტს გადასცემს, რომელიც ძირითადად შედგება საბრძოლო მასალისა და ადრე გადაცემული სისტემების სათადარიგო ნაწილებისგან. რაც შეეხება დაპირებულ გამანადგურებლებს, მათი უკრაინაში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც შვედეთი გაწევრიანდება NATO–ში,– განაცხადა, Reuters–ის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა.
ეს იქნება მე-14 სამხედრო დახმარების პაკეტი ომის დაწყების შემდეგ შვედეთიდან. დახმარების ჯამური ღირებულება 2 მილიარდი დოლარს აჭარბებს.
ჯონსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ დაავალა შეიარაღებულ ძალებს, გააანალიზონ, აქვს თუ არა უკრაინისთვის Jas Gripen–ების გადაცემის შესაძლებლობა.
Saab JAS 39 Gripen არის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შექმნილია უნივერსალურობის გათვალისწინებით. ფორმალურად ის მიეკუთვნება მებრძოლთა კლასს, მაგრამ ჩაფიქრებული იყო როგორც მრავალფუნქციური, რომელსაც სხვადასხვა ამოცანების შესრულება შეუძლია.
მედიის ცნობით, სექტემბერში უკრაინელ მფრინავებს მიეცათ შვედური Gripen–ების ფრენაში გამოცდის უფლება.