ასეთი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავისი საახალწლო მიმართვის დროს გააკეთა.
ახლა რთული დროა და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერთიანობა, - განაცხადა კანცლერმა და გერმანელებს მომავალ ფედერალურ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ყველამ, ვისაც დღევანდელი მსოფლიოსთვის გადაუხედავს, იცის „რა დიდი მიღწევაა თავისუფალი და ფარული არჩევნები“, - თქვა შოლცმა და მოუწოდა გერმანელებს, არ დაუშვან არჩევნების შედეგებზე გარე ფაქტორების გავლენა.
„თქვენ - მოქალაქეები - გადაწყვეტთ, რა გზით წავა გერმანია. ამას სოციალური ქსელების მფლობელები არ წყვეტენ", - განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცს კონკრეტულად არავინ დაუსახელებია, თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ მას მხედველობაში ჰყავდა პლატფორმა X-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წევრია და აქტიურად ეწევა AfD-ს („ალტერნატივა გერმანიისთვის") პროპაგანდას.
ქვეყნის არჩევნებში ჩარევის და შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის უჩვეულო მცდელობამ გერმანიაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია და სხვა ქვეყნების მედიის ყურადღების საგანი გახდა.