საქართველოს საპატრიარქოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საახალწლო ვიდეო მილოცვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

"პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი "საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს" იხსენიებს აუგად. 

დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.

ამასთანავე რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი."- წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

შეგახსენებთ, პატრიარქის 2025 წლის ვიდეო მილოცვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს არ იყო კათოლიკოს-პატრიარქის ახალი მილოცვა, რომ ვიდეო იყო დამონტაჟებული.