საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიუ ორლეანში მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
„შოკირებული და დამწუხრებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
We are deeply shocked and saddened to hear of the attack in #NewOrleans. We strongly condemn all acts of violence and stand in solidarity with the victims, their families, and the people of the United States during this difficult time. @StateDept
— MFA of Georgia (@MFAgovge) January 2, 2025