უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, შესაძლოა ზაფხულამდე გადაიდოს, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
"ჩვენ არ ვგრძნობთ ზეწოლას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან შეტევის დაწყების დროსთან დაკავშირებით", - თქვა მან ამერიკულ გამოცემა The Hill-თან ინტერვიუში.
"ჩვენს ყველა მეგობარს და პარტნიორს ესმის, რომ სანამ შეტევაზე გადახვალ, 100 პროცენტით და მეტითაც კი მზად უნდა იყო".