ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოფიციალურ მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 9-10 თებერვალს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ბარენდ ლეიტსმა განაცხადა.
უსაფრთხოების გამო, დამატებითი ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით არ ვრცელდება.
ხუთშაბათს, ევროკავშირის 27 ლიდერი შეიკრიბება ბრიუსელში სამიტზე, სადაც განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინა, მიგრაცია და აშშ-ის ინფლაციის შემცირების კანონპროექტი. სამიტში მონაწილეობა ზელენსკის საშუალებას მისცემს პირადად შეხვდეს ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელს.