ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის დამარცხება ევროპის კავშირის ღირებულებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
„უკრაინის დამარცხება არ შეიძლება იყოს ვარიანტი, რადგან ყველას კარგად გვესმის, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა შიდა ვითარება იქნება რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ ამ ომს უკრაინა წააგებს, ჩვენი ღირებულებები უზარმაზარი რისკის ქვეშ აღმოჩნდება. არსებობს ერთი გეგმა A, მხოლოდ გეგმა A და ეს არის უკრაინის მხარდაჭერა", - შარლ მიშელი.
კითხვას, შეეძლო თუ არა ევროპას ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მხარდასაჭერად უფრო მეტის გაკეთება, მიშელმა ასე უპასუხა: „ბოლო წლების განმავლობაში მე გადაწყვეტილების მიღების ცენტრში ვიყავი ევროპის კავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად და ფართო გლობალური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ბევრი გავაკეთეთ. ეს საკმარისია? ჩვენ ახლა უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“.