ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

„უკრაინის მარცხი არ შეიძლება შესაძლებლობად განიხილებოდეს, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, სად მიგვიყვანს და რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ეს მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში, მაგრამ ნათელია, რომ თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა მან.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად ბევრი რამ გააკეთა.

მისი თქმით, კიევის დასახმარებლად დასავლეთმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.