ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა სომეხ ხალხს უღალატა.
"ერთი რამ უკვე უეჭველია და ამის არდანახვა შეუძლებელია. რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს და რუსეთმა გამოთქვა სურვილი, ჰყოლოდა ჯარისკაცები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ შეთანხმებებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთის მხრიდან მცირედი რეაქციის გარეშე, რომელიც ადგილზე იყო, რაც არ იყო ევროკავშირის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს სამხედრო ძალა ადგილზე, როგორც მოგეხსენებათ", - აცხადებს შარლ მიშელი.