შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რაც არის არსებითი ნაბიჯი საქართველოში დეპოლარიზაციისკენ“, – ნათქვამია პრესრელიზში.