რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-ზე ავრცელებს.

სერგეი ლავროვი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ის სხდომის თავმჯდომარე იქნება. სერგეი ლავროვის ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება.

"სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება", - წერს ზახაროვა.

როგორც ცნობილია, დაგეგმილია სერგეი ლავროვისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრაც.