რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, თუმცა, ამაში თვითონაა დამნაშავე.
"ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, მაგრამ ამაში თვითონაა დამნაშავე. სწორედ ევროკავშირის ქვეყნები და თავად კავშირის ხელმძღვანელები ღიად აცხადებენ, რუსეთის სტრატეგიული დამარცხების აუცილებლობის შესახებ. კიევის დამნაშავე რეჟიმს იარაღითა და საბრძოლო მასალით ამარაგებენ, უკრაინაში გზავნიან ინსტრუქტორებს და დაქირავებულებს. ამ მიზეზებით, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად აღვიქვამთ". – თქვა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და, შესაბამისად, აპირებს იმოქმედოს „მკაცრად, თუ საჭირო იქნება“, მაგრამ ეყრდნობა ეროვნულ ინტერესებს და ურთიერთგაგების პრინციპებს.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი შეწყვეტს ანტირუსულ კურსს, მოსკოვი განიხილავს წინადადებებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად.